აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეებისთვის სასათბურე მეურნეობები მოეწყო

აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეებისთვის გარდაბნის, წყალტუბოსა და სენაკის მუნიციპალიტეტებში სასათბურე მეურნეობები მოეწყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, პროცესი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად პირადად მოინახულა.

სასათბურე მეურნეობები ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს მიზნობრივი პროგრამის – „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერა“ ფარგლებში მოეწყო და მისი მიზანი აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობა და განვითარებაა.

„ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში და ძლიერი, ერთიანი საქართველო აფხაზებთან ერთად უნდა შევქმნათ, იმისთვის რომ ეს მოხერხდეს ბევრი უნდა ვიშრომოთ და მჯერა, რომ მსგავსი ტიპის პროექტი თავის წვლილს შეიტანს ამ დიდ საქმეში“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები