ირაკლი ზარქუა: უსამშობლოებს შევახსენებ – ჩვენ ლეგიტიმაცია არავისგან არ გვჭირდება, ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა მოგვანიჭა
,,მე ამ უსამშობლოებს შევახსენებ, ჩვენ ლეგიტიმაცია არავისგან არ გვჭირდება, ლეგიტიმაცია ჩვენ ქართველმა ხალხმა მოგვანიჭა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„ევროპის სხვადასხვა ლიდერები თუ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩამოვლენ და მივიღებთ, დაველაპარაკებით, თუ როგორ მოხდეს იმ გაუგებრობის აღმოფხვრა, რომელიც კოლექტიური ნაცმოძრაობის ლობისტური ჯგუფების დამსახურებით მივიდა აქამდე“, – აღნიშნა ზარქუამ.