ირაკლი ზარქუა: მას შემდეგ, რაც ჩვენ არ დავდექით ცალ ფეხზე და უარი ვთქვით საქართველოში ომის დაწყებაზე, გაგვიცივდა ურთიერობები და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დამფინანსებლები და პატრონები დაგვიპირისპირდნენ

მას შემდეგ, რაც ჩვენ არ დავდექით ცალ ფეხზე და უარი ვთქვით საქართველოში ომის დაწყებაზე, გაგვიცივდა ურთიერობები და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დამფინანსებლები და პატრონები დაგვიპირისპირდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი ძალა ამისთვის მზად იყო და ამბობდნენ, რომ ძალა, რომლის ინტერესშიც შედის, რომ უკრაინის მსგავსად საქართველოც დიდი იმპერიების შეჯახების პოლიგონი გამხდარიყო, მათ არ მოასვენებდნენ.

„სანქციების მიზეზი ერთია, რაც საზოგადოებამ იცის, ის, რომ ჩვენ არ დავდექით ცალ ფეხზე, ერი, ბერი გავერთიანდით და საქართველოს ინტერესები დავიცავით. ამაში ვართ დამნაშავეები. ჩვენ ომის დაწყებამდე, რა ტრაგედიაც ხდება ჩვენს სამეზობლოში, მშვენიერი ურთიერთობა გვქონდა, საელჩოებთან და ა.შ. მას შემდეგ, რაც პრემიერს შეუვარდა ელჩი, მოსთხოვა, რომ ჯარი შეგვეყვანა სხვადასხვა მიმართულებით, ამაზე ჩვენგან უარი მიიღო, ამის შემდეგ გაგვიცივდა ურთიერთობები და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დამფინანსებლები და პატრონები დაგვიპირისპირდნენ. ეს არის მთავარი მიზეზი და აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი, ის ორმაგი სტანდარტები, უსამართლო მიდგომები და შანტაჟის ენა, რაც დღემდე გრძელდება. ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით. ჩვენ ხომ ვთქვით, რომ ის ძალა, რომელიც გვიპირისპირდება და რომლის ინტერესშიც შედის, რომ აქ უკრაინის მსგავსად, საქართველოც პოლიგონი გამხდარიყო ამ დიდი იმპერიების შეჯახების ჩვენ არ მოგვასვენებდა“,- აღნიშნა ზარქუამ.

მანვე ისაუბრა იმ ძალაზე, რომელიც ყველა იმ ქმედების უკან დგას, რაც დღეს მსოფლიოში ხდება.

„ბოლო მცდელობა აქვს იმ ძალას, როგორც ილონ მასკმა თქვა დღეს, დემოკრატების უკან ვინც დგას, ჩრდილოვანი მთავრობა, ჩვენ რასაც დავარქვით გლობალური ომის პარტია, არის ავტორი ყველა იმ უმსგავსობის, რაც ხორციელდება ჩვენს წინააღმდეგ. გადახედეთ, ამ ცალ ფეხზე მოხტუნავე უსამშობლოებს, რომელთა ინტერესებში არასდროს ყოფილა ქართული ინტერესების დაცვა. ეს არის აგენტურა, რომელიც 2003 წელს მოიყვანეს ხელისუფლებაში და ეგონათ რატომღაც, რომ დღეს შევარდნაძის დროინდელი სახელმწიფოა. კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, არა ბატონებო, დღეს საქართველო არის შემდგარი სახელმწიფო თავისი ინსტიტუციებით, საზოგადოებით და ყველა იმ ინსტანციით, რომელიც მართავს ამ სახელმწიფოს, შესაბამისად, აქ საელჩოები რევოლუციებს რომ ახდენდნენ წარსულს ჩაბარდა. ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ინტერესებს“,- განაცხადა ზარქუამ.

მისივე თქმით, ახლა ამ ძალას 20 იანვრამდე აქვს ბოლო ვადა, დრო მავნებლობის იქამდე, სანამ გაიმართება ტრამპის ინაუგურაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები