პარლამენტთან მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
პარლამენტის შენობასთან მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უწყვეტ აქციებს, მარშებს და მსვლელობას მართავენ.
დღეს, ისინი სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ, საიდანაც მარშით რუსთაველის გამზირზე მივიდნენ.
მომიტინგეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 22-ე დღეა გრძელდება.
მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.