დანია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად 280 მილიონამდე ევროს გამოყოფს
დანია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად 280 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს.
ამის შესახებ უკრაინული მედია დანიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
აღნიშნული დახმარება დანიის მხრიდან უკრაინისთვის რიგით 23-ე პაკეტს წარმოადგენს.
პაკეტში ასევე შედის ფინანსური შენატანები უკრაინის F-16 საბრძოლო თვითმფრინავების ოპერატიული მხარდაჭერისთვის.
“უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე გადაუდებელი საჭიროებაა რუსეთის საჰაერო თავდასხმებისგან თავდაცვა. ამიტომ, ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერის გაზრდას“, – განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პულსენმა.