“საბრძოლო მოქმედებები რთული საქმეა, ამიტომ რთული და უაზროა გამოცნობა, რა გველის წინ” – პუტინი

“რუსეთის ფედერაცია მზადაა უკრაინაზე მოლაპარაკებებისთვის წინაპირობების გარეშე, თუმცა, საფუძველი სტამბოლის 2022 წლის მოლაპარაკებების შედეგები უნდა გახდეს”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინის თქმით, უკრაინის ახლანდელი ხელისუფლება უკანონოა და ერთადერთი კანონიერი ორგანო უკრაინაში არის რადა.

„უნდა ითქვას, რომ სიტუაცია მკვეთრად იცვლება. მოძრაობა ფრონტის მთელ ხაზზე ყოველდღიურად მიმდინარეობს. ჩვენ არ ვსაუბრობთ 100, 200 ან 300 მეტრზე წინსვლაზე. ჩვენი მებრძოლები ყოველდღიურად იკავებენ ტერიტორიას კვადრატულ კილომეტრებში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო – ყოველდღე. საბრძოლო მოქმედებები რთული საქმეა, ამიტომ რთული და უაზროა გამოცნობა, რა გველის წინ, მაგრამ ეს არის ზუსტად ის, რაც ხდება. ჩვენ კი მივდივართ ჩვენი უპირველესი ამოცანების მიღწევისკენ, რაც სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასაწყისში დავასახელეთ“, – განაცხადა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები