ვოლსკი – ხაზარაძის განცხადებაზე: კიდევ ერთი მცდელობაა იმისა, რომ საქართველო როგორმე დაზიანდეს და სოციალურ-ეკონომიკურმა პრობლემებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს

“ქართული ოცნების” წევრი გიორგი ვოლსკი, ბიზნესის გაფიცვასთან დაკავშირებით “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მოწოდებას გამოეხმაურა.

„თავდაპირველად, გადაწყვეტილი იყო, რომ დესტაბილიზაციის პროცესები საქართველოში ძალისმიერი მეთოდებით უნდა განვითარებულიყო. ამ დესტაბილიზაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი არის ეკონომიკური განვითარების შეფერხება. თუმცა, ციფრები აბსოლუტურად საპირისპიროს გვიჩვენებენ. კიდევ ერთი მცდელობაა იმისა, რომ საქართველო როგორმე დაზიანდეს და სოციალურ-ეკონომიკურმა პრობლემებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს, რაც პირდაპირ ტოლფასია საქართველოს შეუქცევადი ნგრევისა”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები