“საზოგადოების 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ამავე დროს, მოსახლეობის უმრავლესობა ბოლო ცხრა არჩევნების განმავლობაში ხმას „ქართულ ოცნებას“ აძლევს” – ვოლსკი
“საზოგადოების 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ამავე დროს, მოსახლეობის უმრავლესობა ბოლო ცხრა არჩევნების განმავლობაში ხმას „ქართულ ოცნებას“ აძლევს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებაში არსებული პროდასავლური და პროევროპული განწყობა მნიშვნელოვანწილად ნაკარნახევია იმ პოლიტიკით, რაც ხელისუფლებას გააჩნია.
„ჩვეულებრივ არითმეტიკას თუ გადავავლებთ თვალს, ადვილად შეგვიძლია, დავიანგარიშოთ, თუ ვის ეკუთვნის და ვისია ლომის წილი განწყობების ევროინტეგრაციის საკითხების მიმართულებით. მათი პოზიციები განპირობებულია იმ პოლიტიკური კონიუნქტურით, რაც მსოფლიოში არსებობს. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს კონიუნქტურა უახლოეს პერიოდში შეიცვლება. ამას გარკვეული განცხადებები ადასტურებს, რაც რადიკალური ოპოზიციის ლიდერების მხრიდან გაკეთდა. ახლახან სააკაშვილის განცხადება მოვისმინეთ, რომ აუცილებელია სახელმწიფოს დესტაბილიზაცია, ძალადობრივი ჩამოშლა და ხელისუფლების გადაყენება 20 იანვრამდე მოხდეს. იგივე გახარიამ თქვა, რაც სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, როცა თქვა, რომ ამერიკის არჩევნებზე გავლენა რუსეთს აქვს ისევე, როგორც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე, თუმცა მისთვის ამის დამტკიცება გარკვეული მასალებით რთულია“, – განაცხადა ვოლსკიმ.