რობერტა მეცოლა: გაფართოება არ არის მხოლოდ მისწრაფება, ფაქტობრივად, ეს გეოპოლიტიკური აუცილებლობაა
“გაფართოება არ არის მხოლოდ მისწრაფება, ფაქტობრივად, ეს გეოპოლიტიკური აუცილებლობაა”, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ისაუბრა.
მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს ჩარევას მოლდოვას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის დესტაბილიზაციის მიზნით და ევროკავშირის პასუხი გადამწყვეტი უნდა იყოს.
“ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ ევროპა მათ თხოვნას ქმედებებით უპასუხებს.
გაფართოება არ არის მხოლოდ მისწრაფება, ფაქტობრივად, ეს არის გეოპოლიტიკური აუცილებლობა”, – აღნიშნა რობერტა მეცოლამ.