“საქართველოში თუ ვინმე ებრძვის ევროინტეგრაციას, პირველ რიგში, არის რადიკალური ოპოზიცია” – იონათამიშვილი
“საქართველოში თუ ვინმე ებრძვის ევროინტეგრაციას, პირველ რიგში, არის რადიკალური ოპოზიცია, მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ ხალხის ნებას, რომელიც 26 ოქტომბერს მკაფიოდ გამოჩნდა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, რატი იონათამიშვილი აცხადებს.
„რა თქმა უნდა, ცალკეული ქვეყნები ისეთ საკითხებს დააყენებენ, რომლებიც ქართველი ხალხისთვის მისაღები არ არის, მაგრამ ამ საკითხებს არანაირი გაგრძელება არ უწერია, ეს უკვე კარგად ვიცით. ყველას მოვუწოდებ, პატივი სცენ, დაემორჩილონ ქართველი ხალხის ნებას. როგორია ქართველი ხალხის ნება, ეს 26 ოქტომბერს მკაფიოდ გამოჩნდა“, – აღნიშნავს იონათამიშვილი.