დავით მათიკაშვილი: ხაზარაძე ვერ ღალატობს იმ ტრადიციას, რომელიც მას და მის საყვარელ “ნაცმოძრაობას” 2012 წლამდე ჰქონდათ, ეს იყო ზეწოლა ბიზნესზე და მეწარმეებზე
“ქართული ოცნების” წევრი დავით მათიკაშვილი ბიზნესის გაფიცვასთან დაკავშირებით “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მოწოდებას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, ხაზარაძე ბიზნესს აბულინგებს.
“ხაზარაძე ვერ ღალატობს იმ ტრადიციას, რომელიც მას და მის საყვარელ “ნაციონალურ მოძრაობას” 2012 წლამდე ჰქონდათ, ეს იყო ზეწოლა ბიზნესზე, ზეწოლა მეწარმეებზე. ამ ტრადიციით და ამ გამოცდილებით დღესაც სარგებლობს ხაზარაძე – აბულინგებს ბიზნესს, ცდილობს, რომ დესტრუქციულ რელსებზე გადაიყვანოს. არ გამოუვა ეს ყველაფერი. ვიცით, რომ ბევრი ტყუილია ის, რასაც ხაზარაძე ავრცელებს და რასაც ბიზნესი მისგან ისმენს. ეს ბიზნესმა ძალიან კარგად იცის, ამიტომ, ვერც ეს რადიკალიზაციის მცდელობა ვერ გამოუვათ”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.