რატი იონათამიშვილი: მამუკა ხაზარაძე რომ ბიზნესში ვიღაცას რაღაცას მოუწოდებს, ეს უკვე ძალიან დიდი ანეკდოტია

“ქართული ოცნების” წევრი რატი იონათამიშვილი ბიზნესის გაფიცვასთან დაკავშირებით “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მოწოდებას გამოეხმაურა.

“მამუკა ხაზარაძე რომ ბიზნესში ვიღაცას რაღაცას მოუწოდებს, ეს უკვე ძალიან დიდი ანეკდოტია. ეს ადამიანი იყო “ნაციონალური მოძრაობის” ნოტარიუსი და ყველაზე შავ-ბნელი საქმეების თანამონაწილე. ამიტომ, თუ ვინმეს არ აქვს სათქმელი, ამ საკითხთან დაკავშირებით, არის ის, ვინც გაფორმებულია სამართლებრივად, როგორც თაღლითი”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები