“ღმერთმა ინებოს ჩვენი ქვეყნის ერთობა, მშვიდობა და კეთილდღეობა, ამინ” – ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მოსახლეობას წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს ულოცავს.

მისალოცი ტექსტი საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

“ყველას გილოცავთ მსოფლიოს დიდი წმინდანის და საქართველოს ეკლესიის გამორჩეული მფარველის, წმ. ნიკოლოზის ხსენების დღეს. მისი მეოხება და მეოხება წმ. იოანე დამასკელის, წმ. ბარბარესი და ღირსი საბა განწმენდილისა, რომელთა ხსენებაც გუშინ და გუშინწინ ვიზეიმეთ, არ მოჰკლებოდეს თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს.

ღმერთმა ინებოს ჩვენი ქვეყნის ერთობა, მშვიდობა და კეთილდღეობა, ამინ!”, – წერია პატრიარქის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები