აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, კახაბერ ჭელიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

„მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს, ამ ეტაპზე, განმეორებითი კვლევები კეთდება არამხოლოდ ლაბორატორიული, არამედ გამომსახველობითი. თუ ყველა პასუხი იქნება დამაკმაყოფილებელი, ალბათ, გავწერთ. ამ პასუხის მიხედვით გადაწყდება ყველაფერი. ზოგიერთი პასუხი შეიძლება დღეს მოვიდეს, ზოგი კი, ხვალ. ზოგიერთი კვლევა მოითხოვს საკმაო დროს. პასუხები როცა გვექნება, გაწერის საკითხი გადაწყდება“, – განაცხადა კახაბერ ჭელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები