იონათამიშვილი – ოპოზიციასთან ევროსაბჭოს გენერალური მდივნის შეხვედრებზე: ნაწილი საერთოდ დაემალა ამ შეხვედრას; ვინც მივიდა, საკმაოდ სასოწარკვეთილი ჩანს

“ოპოზიციის ნაწილი საერთოდ დაემალა ამ შეხვედრას. ვინც ამ შეხვედრაზე მივიდა, საკმაოდ სასოწარკვეთილი ჩანს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციასთან ევროსაბჭოს გენერალური მდივნის შეხვედრებს გამოეხმაურა.

“მათ დაიმსახურეს ორივე მდგომარეობა, რომ იყვნენ დამალულები და სასოწარკვეთილები და შეფასებების ნაწილში, მათ კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ სინამდვილეში, ამ ადამიანებს არც ევროპა აინტერესებთ და არც – ევროპული ღირებულებები, ყველაფერს საზღვრავენ მხოლოდ იმით, თუ ვის შეუძლია მათ რადიკალურ დღის წესრიგზე გარკვეული გავლენის მოხდენა და ვის არა, მხოლოდ ამის მიხედვით აფასებენ, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ ეს არის ადგილობრივი აგენტურა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დაზიანება გაუხდია მიზნად, მაგრამ, საბოლოო ჯამში, დღითი დღე მხოლოდ საკუთარ თავებს აზიანებენ.

ცხადია, ლეგიტიმაციაზე საუბარი საერთოდ აღარ არის. არჩევნებმა და ქართველმა ხალხმა მიანიჭა ლეგიტიმაცია ჩვენს ხელისუფლებას და ისიც ვიცით, რომ ეუთო/ოდირის წინასწარი და შუალედური შეფასებები არის პოზიტიური და ნამდვილად არასახარბიელო რადიკალური ოპოზიციისათვის,” – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები