რატი იონათამიშვილი: სალომე ზურაბიშვილს საკუთარი რესურსით არ შეუძლია, რომ საქართველო ააოხროს და გარე დახმარებას ითხოვს განადგურებისთვის

სალომე ზურაბიშვილს საკუთარი რესურსით არ შეუძლია, რომ საქართველო ააოხროს და გარე დახმარებას ითხოვს განადგურებისთვის”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, რატი იონათამიშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ზურაბიშვილს საქართველოზე გული შესტკივა, ეს ასე არ არის.

„ევროპარლამენტში ზურაბიშვილი ევროპას საყვედურობდა, რომ 3 მილიონნახევრიანი ქვეყნის განადგურება როგორ არ შეუძლია ევროპასო. როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ადამიანი სინამდვილეში ებრძოდა არა პოლიტიკურ პარტია “ქართულ ოცნებას”, არამედ ქართულ სახელმწიფოს, ქართველ ხალხს, ამ სიტყვებით მან, ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ ის ქართველი ხალხის წინააღმდეგ იბრძვის – როგორ არ შეუძლია ევროპას, რომ მავნე ზეგავლენა მოახდინოსო. ამ ყველაფერმა მე გამახსენა კოლექტიური ყორჩიხა-ხანები, რომლებიც საქართველოში იმისთვის მოდიოდნენ რომ ქვეყანა აეოხრებინათ და ამისთვის მოჰყავდათ გარე ძალები. ეს არის მისი კონკრეტული სურვილი. თვითონ საკუთარი რესურსით არ შეუძლია, რომ აქ ააოხროს საქართველო და გარე დახმარებას ითხოვს განადგურებისთვის. უბრალოდ, თითოეული ჩვენგანი უნდა დაფიქრდეს, რომ თუ ვინმეს ჰგონია, რომ სალომე ზურაბიშვილს საქართველოზე გული შესტკივა, ეს ასე არ არის. ის მზად არის იმისთვის, რომ შეინარჩუნოს პრეზიდენტის სკამი, საქართველოს აოხრებას და განადგურებას ხელი მოაწეროს – ამის აღიარებითი ჩვენება მან ევროპარლამენტში მისცა”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები