სირიელი ამბოხებულების ლიდერი: სირია მსოფლიოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

“სირია მსოფლიოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს”, – ამის შესახებ სირიელი ამბოხებულების ლიდერმა, აჰმედ ალ-შარაამ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა ომით დაიღალა და სირია, როგორც მეზობლებისთვის, ისე მსოფლიოსთვის, საფრთხეს არ წარმოადგენს.

ამასთან, ალ-შარაამ აღნიშნა, რომ სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა მოიხსნას.

„ახლა, ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა, სანქციები უნდა მოიხსნას, რადგან მათი სამიზნე ძველი რეჟიმი იყო. მსხვერპლსა და მჩაგვრელს ერთნაირად ვერ მოექცევი“, – აღნიშნა სირიელი ამბოხებულების ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები