გიორგი აბაშიშვილი თიბისისა და საქართველოს ბანკის გადაწყვეტილებაზე: ნებისმიერი ტიპის დამატებითი მოწოდება არის პოლიტიკური ქულების დაწერისთვის ან ცალსახად ბიზნესზე ზეწოლისთვის

Business Insider Georgia-ს და „ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა თიბისისა და საქართველოს ბანკის გადაწყვეტილება შეაფასა.

„საქართველოში ბიზნესმა ძალიან კარგად იცის მისი თავისუფლების პირობებში, და დღეს ყველაზე თავისუფალია საქართველოში ბიზნესი, თუ რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, ვინაიდან საქართველოში ბიზნესების სოციალური პასუხისმგებლობა არის ძალიან მაღალი. შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის დამატებითი მოწოდება არის ამ პოლიტიკური ქულების დაწერისთვის ან ცალსახად ბიზნესზე ზეწოლისთვის. სამწუხაროა, რომ ის ადამიანები აკეთებენ ბიზნესზე, ასე ვთქვათ, ბულინგის სახის განცხადებებს, რომლებიც მანამდეც სხვადასხვა ფორმით არაერთხელ ძალაუფლების ყოფნის პერიოდში გამოირჩეოდნენ ბიზნესზე ზეწოლით და ისინი თვლიან, რომ ახლა შესაძლოა მათ ძალაუფლება არ აქვთ, რომ პირდაპირ მოახდინონ ბიზნესზე ადმინისტრაციული ზეწოლა და ახლა ცდილობენ, რომ გარკვეული განცხადებებით მოახდინონ რაიმე ფორმის გავლენა ბიზნესზე“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

ცნობისთვის, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა და ერთობლივად 5 000 000 ლარს გამოყოფენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები