ვიეტნამის დედაქალაქში მამაკაცმა თანამშრომლებთან კამათის შემდეგ, კარაოკე ბარს ცეცხლი წაუკიდა – გარდაცვლილია 11 ადამიანი

ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოეს კარაოკე ბარში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელიც ხანძრის გაჩენაშია ეჭვმიტანილი.

სამართალდამცველების ინფორმაციით, მამაკაცმა აღიარა, რომ სამსართულიანი კარაოკე ბარის პირველ სართულზე ცეცხლის დასანთებად ბენზინი გამოიყენა და ეს მას შემდეგ ჩაიდინა, რაც თანამშრომლებთან კამათი მოუვიდა.
ეჭვმიტანილი 50 წლამდე მამაკაცია. პოლიციის განცხადებით, გადარჩენილია 7 ადამიანი, 2 მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები