არჩილ გორდულაძე – იუკნევიჩიანეს მიერ მომზადებულ რეზოლუციაზე: ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ არის დაცლილი ევროკავშირის მოქმედი ბიუროკრატია ყველანაირი ევროპული საწყისისგან, ამის მაგალითებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამტკიცებენ

“ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ არის დაცლილი ევროკავშირის მოქმედი ბიუროკრატია ყველანაირი ევროპული საწყისისგან, ამის მაგალითებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამტკიცებენ,”- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ რასა იუკნევიჩიენეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქალბატონი რასას ბოლშევიკურ წარსულს და გამოცდილებას მხარს უბამს ევროპარლამენტის ახლანდელი ბიუროკრატიაც და როგორც კლასიკურ ბოლშევიზმს შეეფერება, თავს ესხმიან დემოკრატიას და თავისუფალ სიტყვას.

„ქალბატონი რასას ბოლშევიკურ წარსულს და გამოცდილებას მხარს უბამს ევროპარლამენტის ახლანდელი ბიუროკრატიაც და როგორც კლასიკურ ბოლშევიზმს შეეფერება, თავს ესხმიან დემოკრატიას და თავისუფალ სიტყვას. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ არის დაცლილი ევროკავშირის მოქმედი ბიუროკრატია ყველანაირი ევროპული საწყისისგან, ამის მაგალითებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამტკიცებენ. არახალია საქართველოზე თავდასხმა, ქართულ მედიაზე, ქართულ თავისუფალ სიტყვაზე, გამოხატვის თავისუფლებასა და ყველაფერ დემოკრატიულობაზე და ამ ყველაფერს ფუთავენ დემოკრატიის საფარ ქვეშ“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებულ დოკუმენტს უყრიან კენჭს. იუკნევიჩიენეს პროექტში შესწორებები შეიტანეს, სადაც რამდენიმე ევროპარლამენტარი მედიასაშუალებების – „იმედის“, „რუსთავი 2“ და „პოსტ ტივის“ სანქცირებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები