“ეს არის უსამართლობა საქართველოს მიმართ და იმედი გვაქვს, რომ ეს არ მოხდება უახლოეს პერიოდში და პირიქით, უნდა მოხდეს ამ პოლიტიკის ძირეული შეცვლა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის განცხადება შეაფასა.
„მსოფლიოში მიდის გარდატეხის პროცესი. თუკი ახალი ადმინისტრაცია მოახერხებს და ამ ვითარებას სწრაფად დაალაგებს, ეს შვება იქნება განსაკუთრებით პატარა ქვეყნებისთვის. გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს, მათ შორის ევროპაშიც, აწყობთ, ხელისუფლებაში იყვნენ ადამიანები, ვინც ყველაფერზე წამსვლელები არიან. განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, არის უსამართლობა საქართველოს მიმართ და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არ მოხდება და უახლოეს პერიოდში მოხდება ამ პოლიტიკის ძირეული შეცვლა არა მარტო რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში და ეს არის კაცობრიობის გადარჩენის გზა”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, აშშ დამატებითი ზომების, მათ შორის, სანქციების მომზადების შესახებ აცხადებს.