გივი მიქანაძე ალენ ბერსეს ვიზიტზე: მისი მხრიდან ამ ვიზიტით ცალსახად გამოხატული არის ის მხარდაჭერა, რომელიც ევროპის საბჭოდან საქართველოს მიმართ ხორციელდება

,,მისი მხრიდან ამ ვიზიტით ცალსახად გამოხატული არის ის მხარდაჭერა, რომელიც ევროპის საბჭოდან საქართველოს მიმართ ხორციელდება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, გივი მიქანაძემ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის,

ალენ ბერსეს ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მიქანაძე დარწმუნებულია, რომ შეხვედრები სიტუაციის დამშვიდებისკენ მიმავალ პროცესში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

„დარწმუნებულები ვართ, რომ შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პროცესების ჩარჩოებში მოქცევისა და სიტუაციის დამშვიდებისკენ მიმავალ პროცესში, რომელიც აუცილებელია ქვეყნის შემდგომი სტაბილური განვითარებისთვის”, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები