სამხრეთ კორეაში პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადეს
სამხრეთ კორეის პრეზიდენტ იუნ სეოკ იოლის 14 დეკემბერს იმპიჩმენტი გამოუცხადეს. ამის შესახებ Yonhap-ი იუწყება.
აღნიშნულია, რომ ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტის იუნ სეოკ იოლის იმპიჩმენტს საომარი მდგომარეობის დაწესების გამო.
იუნის წინააღმდეგ იმპიჩმენტის შუამდგომლობა 204-ი 85-ის წინააღმდეგ, სამმა თავი შეიკავა და რვა ბათილად დაფიქსირდა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სეოკ-იოლმა უარყო აჯანყების ბრალდება და განაცხადა, რომ საომარი მდგომარეობა იყო „კარგად გააზრებული პოლიტიკური გადაწყვეტილება”.
შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.