გიორგი კახიანი: რადიკალურ ჯგუფებს რომ მოვუსმინოთ, მანამდე მოითხოვენ არჩევნების ჩატარებას, ვიდრე თავად არ მოვლენ ხელისუფლებაში

რადიკალურ ჯგუფებს რომ მოვუსმინოთ, ისინი მანამდე მოითხოვენ არჩევნების ჩატარებას, ვიდრე თავად არ მოვლენ ხელისუფლებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„აქამდე რა არჩევნებიც ყოფილა, გახსენდებათ რომელიმე არჩევნები რომ ეღიარებინოთ? დამარცხებასაც ხომ ღირსეულად უნდა შეხვედრა?! ხელისუფლებას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია და ეს ხელისუფლების ინტერესშიცაა, მაგრამ ამ ფუნქციას ისინი (ოპოზიცია) ვერ ასრულებენ. მათი მიზანია რამენაირად ხელისუფლებაში მოვიდნენ“, – აღნიშნა კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები