ვატო შაქარიშვილი: რეალურად ჩვენ მივიღეთ თანამედროვე „მებრძოლ უღმერთოთა კავშირი“ – ევროკავშირის დროშაში გახვეული ბოლშევიკები, რომლებიც აბსოლუტურად იმავე სულისკვეთებით მოქმედებენ, როგორც ეს იყო ზუსტად 100 წლის წინ

ჩვენ რეალურად მივიღეთ თანამედროვე „მებრძოლ უღმერთოთა კავშირი“ – ევროკავშირის დროშაში გახვეული ბოლშევიკები, რომლებიც აბსოლუტურად იმავე სულისკვეთებით მოქმედებენ, როგორც ეს იყო ზუსტად 100 წლის წინ, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.

იგი თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან დღეს მომხდარს გამოეხმაურა.

„ჩვენ რეალურად მივიღეთ თანამედროვე „მებრძოლ უღმერთოთა კავშირი“ – ევროკავშირის დროშაში გახვეული ბოლშევიკები, რომლებიც აბსოლუტურად იმავე სულისკვეთებით მოქმედებენ, როგორც ეს იყო ზუსტად 100 წლის წინ, როდესაც 20-იან წლებში, საბჭოთა კავშირში შეიქმნა „მებრძოლ უღმერთოთა კავშირი“. დღეს ჩვენ ვხედავთ მათ სულიერ შთამომავლებს.

იყო ასეთი სილიბისტრო თოდრია, რომელიც საქართველოში ხელმძღვანელობდა „მებრძოლ უღმერთოთა კავშირს“, სადაც სხვათა შორის, 120 ათასი ქართველი იყო გაერთიანებული. რა განსხვავებაა, წითელი დროშა ექნება შემოხვეული და ისე დაარბევს ეკლესიებს, თუ ევროპის ყვითელ ვარსკვლავებიანი დროშა?! ცხადია, ეს განსხვავება არ არსებობს. მთავარია, შინაარსი და შინაარსით ეს არის აბსოლუტურად იგივე ბრძოლა“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

მისივე თქმით, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან დღეს მომხდარი აქციის მონაწილეების დაპირისპირება სასულიერო პირებთან არის ნაყოფი „მრავალწლიანი ბინძური კამპანიის, რომელიც საქართველოში ხორციელდება და უცხოური ფულით ფინანსდება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები