სალომე ზურაბიშვილი – ემანუელ მაკრონს: ბატონო პრეზიდენტო, მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის, ევროპა ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხისადმი ფრანგი კოლეგის, ემანუელ მაკრონის მიმართვას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ზურაბიშვილის თქმით, ქართველი ხალხი არ შეშინდება.
„ბატონო პრეზიდენტო, მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის. ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანი ევროპაა, რომელიც არანაირ მანდატს არ აძლევს „ქართული ოცნების” ლიდერებს, რომ გზიდან გადაუხვიონ. გმადლობთ, ქართველი ხალხი არ შეშინდება“, – წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, ემანუელ მაკრონმა ქართველი ხალხისადმი მიმართვა გამოაქვეყნა და აღნიშნა: „საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი არ შეიძლება, საქართველოს ევროპული ოცნება არ უნდა ჩაქრეს“.