ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიცია ჩიხშია შესული – მათი სცენარები ბევრჯერ გვაქვს ნანახი
“ოპოზიცია ჩიხშია შესული, ერთადერთი გამოსავალია საღ აზრს მოუხმონ და კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნდნენ, მათი სცენარები ბევრჯერ გვაქვს ნანახი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა “პირველ არხს” განუცხადა.
მისივე თქმით, ისინი პარლამენტზე თუ საბოლოოდ უარს იტყვიან, თავის თავს პროცესის მიღმა დააყენებენ.
„ოპოზიცია ჩიხშია შესული. უპირველესად, ეს მათი რადიკალური პოზიციიდან გამომდინარეობდა, არჩევნებში თუ არ გავიმარჯვებთ, მაშინ ქვეყანას ავატრიალებთ. ვერც გაიმარჯვეს და ვერც ქვეყანა აატრიალეს. აქედან გამომდინარე, ჩიხში არიან. ერთადერთი გამოსავალია საღ აზრს მოუხმონ და კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნდნენ. მათი სცენარები ბევრჯერ გვაქვს ნანახი. ისინი პარლამენტზე თუ საბოლოოდ უარს იტყვიან, თავის თავს პროცესის მიღმა დააყენებენ. შეიძლება, ეს სადღაც კარგი იყოს, რათა გაჩნდეს ნორმალური პარტიების შექმნის ველი, რომელიც კონსტრუქციულ როლს შეასრულებს და არა იმ რადიკალიზმს, რასაც ოპოზიცია თავის თავში ატარებს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.