“ევროპარლამენტიდან უსამართლო რეზოლუციები და ბრალდებები არაერთხელ მივიღეთ, რაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს” – მათიკაშვილი
“სამწუხაროდ, ევროპარლამენტიდან უსამართლო რეზოლუციები და ბრალდებები არაერთხელ მივიღეთ, რაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ანალოგიურად შეგვიძლია, ევროპარლამენტარების დღევანდელი ვიზიტიც შევაფასოთ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის გათავისუფლება და იმ დღის წესრიგის დადგენა, რაც ოპოზიციას სჭირდება, ქართველი ხალხის ინტერესებში არ იქნება.
„ჩვენი ქვეყნის მეგობრები ქვეყანასთან და ხალხთან მეგობრობენ და ხვდებიან, რომ ჩვენი მიზანი ქვეყნის განვითარებაა ევროპული ინტეგრაციის გზით. სააკაშვილის გათავისუფლება და იმ დღის წესრიგის დადგენა, რაც ოპოზიციას სჭირდება, ქართველი ხალხის ინტერესებში არ იქნება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.