ლევან იოსელიანი საქართველოში მყოფ ევროპარლამენტარებს შეხვდა
12 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საქართველოში მყოფ ევროპარლამენტარებს შეხვდა.
ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
ინფორმაციიას თანახმად, შეხვედრაზე სახალხო დამცველმა სტუმრებს აპარატის მანდატი და უფლებამოსილება გააცნო, ისაუბრა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინსტიტუციის როლზე, მათ შორის, აქციებზე დაკავებულ და დაშავებულ პირთა შესახებ მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებასა და გამოძიებისთვის გადაცემის მექანიზმებზე.
“ევროპარლამენტარები სახალხო დამცველის აპარატის დამოუკიდებლობისა და მოქმედების თავისუფლების ხარისხითაც დაინტერესდნენ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახალხო დამცველის პირველი მოადგილე – თამარ გვარამაძე”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.