“საქართველოში სტუმრად ვინც ჩამოვა, კი ბატონო, ვინც შეურაცხყოფისთვის ჩამოვა, შესაბამის პასუხს მიიღებს” – გურამ მაჭარაშვილი
“საქართველოში სტუმრად ვინც ჩამოვა, კი ბატონო, ვინც შეურაცხყოფისთვის ჩამოვა, შესაბამის პასუხს მიიღებს”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
ის საქართველოში ევროპარლამენტარების ჯგუფის ვიზიტს გამოეხმაურა.
„ევროპარლამენტარებზე შეგვიძლია, ბევრი აღარც ვისაუბროთ, იმიტომ რომ ევროპარლამენტში ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც კორუფციასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი, 10-ზე მეტი ევროპარლამენტარი დააკავეს და ა.შ. იქიდან ჭკუის სწავლება, ცოტა არ იყოს, უხერხულია საქართველოსთან მიმართებით. რაც შეეხება ვიზიტს, ვინც ჩამოვა სტუმრად, კი ბატონო, ვინც ჩამოვა შეურაცხყოფისთვის, ის შესაბამის პასუხს მიიღებს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.