“ევროკავშირიდანაც, როგორც შეერთებული შტატებიდან, არის გადატვირთვის მცდელობები” – გურამ მაჭარაშვილი
“ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ, მათ შორის, ევროკავშირიდანაც, როგორც შეერთებული შტატებიდან, არის გადატვირთვის მცდელობები”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა, რითაც “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.
“რაც შეეხება იმას, როგორი იყო პროპორციული ძალა პოლიციის აქ, რადიკალური პროცესების დროს, მე მინდა, შევახსენო ყველას, მათ შორის, საფრანგეთში რა მოხდა მომიტინგეების დარბევის დროს – ადამიანებიც გარდაიცვალნენ, თუ არ ვცდები 11 ადამიანი, ათასობით ადამიანზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და ათასობით დაშავდა. ბიძინა ივანიშვილი გახლავთ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, მმართველი პარტიის დამფუძნებელი. ყველამ იცის ეს უცხოეთშიც და საქართველოშიც და ხელისუფლებას თუ არ აღიარებს, მაშინ როგორ დაურეკა მმართველი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს? ეს ხავსმოკიდებული წინადადებებია რადიკალური ოპოზიციის“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.