თენგიზ შარმანაშვილი: ემანუელ მაკრონს სატელეფონო საუბრისას წინაპირობად ისეთი საკითხი არ დაუყენებია, რომ ქართველი ერის ნება იყოს უგულებელყოფილი
“ემანუელ მაკრონს სატელეფონო საუბრისას წინაპირობად ისეთი საკითხი არ დაუყენებია, რომ ქართველი ერის ნება იყოს უგულებელყოფილი. ამის დაყენება იმთავითვე გამორიცხავდა ზუსტად თემის დაძვრასაც კი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
„საფრანგეთმა გამოიჩინა ინიციატივა, საქართველოში სიტუაციის დასარეგულირებლად მონაწილეობა მიიღოს. მას წინაპირობად ისეთი საკითხი, რომ ქართველი ერის ნება იყოს უგულებელყოფილი, არ დაუყენებია. ამის დაყენება იმთავითვე გამორიცხავდა ზუსტად თემის დაძვრასაც კი. ასე, რომ სწორი მიმართულებაა, მინდა იმედი ვიქონიო, რომ განვითარებაც სწორი იქნება“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი 11 დეკემბერს შედგა.