სანიკიძე – ხვიჩა კვარაცხელიას ბულინგზე: მიუღებლობა აქვთ განსხვავებული აზრის და ვერაფერს ვერ დავარქმევ, გარდა იმისა, რომ ეს არის ფაშიზმი

“ერთი მხრივ, ადამიანს მოუწოდებენ, რომ აუცილებლად დააფიქსიროს თავისი აზრი, ოღონდ ისეთი, რაც მათთვის იქნება მისაღები და არა ის, რასაც ადამიანი გულწრფელად გამოხატავს. ზოგადად, მიუღებლობა აქვთ განსხვავებული აზრის და მართლა ვერაფერს ვერ დავარქმევ გარდა იმისა, რომ ეს არის ფაშიზმი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორ სანიკიძემ განაცხადა, რითაც ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ არსებულ ბულინგს გამოეხმაურა.

“რანაირ ევროპულობაში ჯდება განსხვავებული აზრის მიუღებლობა ზოგადად. ადამიანს ამხელა პასუხისმგებლობა აქვს აღებული, ამხელა სპორტსმენია და იმის ნაცვლად, რომ თავის საქმეს აკეთებდეს, იმედია, არ კითხულობს ამ ყველაფერს და აიგნორებს. ყველაზე კარგი იქნება მისი მხრიდან, ასეთ გამოხტომებს, ასეთ ფაშიზმს არ მიაქციოს ყურადღება და აკეთოს თავისი საქმე – ის, რასაც ძალიან მაგრად აკეთებს. ამ ყველაფერს, ბოლოს, რა თქმა უნდა, გაეცემა პასუხი.” – განაცხადა ვიქტორ სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები