საქართველოზე უზარმაზარი გარე ზეწოლა ხორციელდება, რადგან პატრიოტულმა, კონსერვატიულმა პარტიამ არჩევნებში გაიმარჯვა, ხოლო ბრიუსელში ლიბერალური ელიტა ამას ახლა ვერ ინელებს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
„ისინი იქამდე მიდიან, რომ სურთ საქართველოს მთავრობის ზოგიერთი წევრისა და ხელისუფლების წარმომადგენლების სასანქციო სიაში შეყვანა. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, გვერდში ვუდგავართ ჩვენს ქართველ მეგობრებს და მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტსა და ქართველი ხალხის ნებას, რომელიც გამოხატულია დემოკრატიულ არჩევნებში“, – აღნიშნა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.