,,სასიხარულო ამბავი გვაქვს, ალექსიმ, გაიღვიძა და რეაგირებს ყველაფერზე” – საპროტესტო აქციაზე დაშავებული ალექსი თირქიას მამიდა

საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაშავებულმა 22 წლის ალექსი თირქიამ მედიკამენტური ძილიდან გაიღვიძა. ინფორმაციას მისი მამიდა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“სასიხარულო ამბავი გვაქვს… ალექსიმ, გაიღვიძა და რეაგირებს ყველაფერზე… რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, სტაბილურად მძიმე, იგივე რისკებით… თუმცა, ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება”, – წერს ეკა თირქია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები