საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა ინგოროყვას კლინიკაში “tv პირველის“ ჟურნალისტი და ოპერატორი მოინახულეს

საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა ინგოროყვას კლინიკაში ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული მოინახულეს.

ელჩებმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.

„Tv პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს, შაბათს პირდაპირ ეთერში მუშაობისას, თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები