გიორგი ვოლსკი – ბრიტანეთის მიერ პარტიებისთვის უცხოური შემოწირულობების შესაძლო შეზღუდვის თაობაზე: ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ
“ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ,”- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი „სქაი ნიუსის“ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დიდი ბრიტანეთი უცხოური ჩარევების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს და ამ მიზნით პარტიებისთვის უცხოური შემოწირულობის შეზღუდვას გეგმავს.
„ეს იმას ნიშნავს, რომ ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველოს მიმართ აქვს კონკრეტული ამოცანა, რომელიც აბსოლუტურად არ ითვალისწინებს არანაირ სამართლიანობას. საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ. საქართველო უნდა იყოს დაზიანებული, საქართველოში უნდა მიმდინარეობდეს რევოლუციური პროცესები“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.