რიმა ბერაძე – ბრიტანეთის მიერ პარტიებისთვის უცხოური შემოწირულობების შესაძლო შეზღუდვის თაობაზე: გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვიყავით რუსები, მივიღეთ რუსული კანონი, სწორედ დღეს ისინი ახორციელებენ ამ კანონის მიღებას
“გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვიყავით რუსები, მივიღეთ რუსული კანონი, სწორედ დღეს ისინი ახორციელებენ ამ კანონის მიღებას,”- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე „სქაი ნიუსის“ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დიდი ბრიტანეთი უცხოური ჩარევების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს და ამ მიზნით პარტიებისთვის უცხოური შემოწირულობის შეზღუდვას გეგმავს.
რიმა ბერაძის თქმით, ეს ორმაგი სტანდარტია.
„როდესაც მთელი პერიოდის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვიყავით რუსები, მივიღეთ რუსული კანონი, სწორედ დღეს ისინი ახორციელებენ ამ კანონის მიღებას. რა თქმა უნდა, ეს არის ორმაგი სტანდარტი, ვინაიდან მათ მიაჩნიათ, რომ არავითარ შემთხვევაში თავიანთ ქვეყანაში ჩარევა არ შეიძლება, თუმცა ჩვენ ხშირად გვიქადაგებდნენ ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლის უფლებაც მათ არ გააჩნდათ“, – აღნიშნა რიმა ბერაძემ.