ურსულა ფონ დერ ლაიენი – ასადის სასტიკი დიქტატურა ჩამოიშალა

ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემა მთელს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შესაძლებლობებს ზრდის, მაგრამ რისკებსაც შეიცავს.

„ასადის სასტიკი დიქტატურა ჩამოიშალა. ეს ისტორიული ცვლილება რეგიონში იძლევა შესაძლებლობებს, მაგრამ რისკებსაც შეიცავს“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი X-ზე.

მისი თქმით, ევროპა მზადაა, მხარი დაუჭიროს ეროვნული ერთიანობის დაცვას და სირიის სახელმწიფოს აღდგენას, სადაც უმცირესობების უფლებები დაცული იქნება.

„ვთანამშრომლობთ ევროპულ და რეგიონულ ლიდერებთან და ვაკვირდებით მოვლენებს“, – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები