ისრაელის სამხედრო ოპერაციებს ღაზის სექტორში 21 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო ოპერაციებს ღაზის სექტორში, ალ-მავასში  21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად, დაჭრილია ათეულობით პირი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეტევა ჰუმანიტარულ ბანაკზე განხორციელდა.

საავადმყოფოში აცხადებენ, რომ დარტყმის შედეგად დაშავდა კიდევ 15 ადამიანი, ძირითადად ბავშვები.

ისრაელის სამხედროების მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა.

ამასთან, ისრაელი სამხედრო მოქმედებებს განაგრძობს ლიბანშიც. ქვეყნის სამხრეთით, მაჟ-დალ-ზუნის რაიონში “ცახალის” სამიზნე ტერორისტული ორგანიზაცია “ჰეზბოლა” გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები