მედია: ომის შედეგად გამოფიტული უკრაინა გაქცეულ ჯარისკაცებს მეორე შანსს აძლევს
რადგან უკრაინის სამხედროები საკმარისი ჯარის შეგროვებას ცდილობენ, რომ რუსეთის გაცილებით დიდი არმია შეაჩერონ, ზოგიერთი ქვედანაყოფი მეორე შანსს აძლევს მათ, ვინც სამსახურიდან გაიქცა,- ამის შესახებ “როიტერი წერს.
ზოგიერთი ქვედანაყოფი ავსებს რიგებს წასული ჯარისკაცების უკან მიღებით. ერთ-ერთი მათგანია უკრაინის ელიტარული 47-ე ბრიგადა.
„ჩვენი მიზანია, მივცეთ ყველა ჯარისკაცს შესაძლებლობა, დაბრუნდეს რიგებში და გააცნობიეროს თავისი პოტენციალი“, – ნათქვამია უკრაინის ელიტარული 47-ე ბრიგადის განცხადებაში.
პოლკოვნიკმა ოლეკსანდრ ჰრინჩუკმა, უკრაინის სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილემ, განაცხადა, რომ სამსახურში, ბოლო თვეში, 6000 ჯარისკაცი დაბრუნდა, მათ შორის, 3000 კანონის ხელმოწერიდან 72 საათში.
უკრაინა მხოლოდ იმ ჯარისკაცებს იწვევს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო არ გამოცხადდნენ და ისე წავიდნენ თავიანთი ბაზებიდან. ახლახან ხელმოწერილმა კანონპროექტმა, ფაქტობრივად, ჯარისკაცის პირველი გაუჩინარების დეკრიმინალიზაცია მოახდინა, რაც მათ სამსახურში დაბრუნების საშუალებას აძლევს.