“სააკაშვილი-გვარამია-ბოკერიას ტანდემი ერთამანეთში იბრძვის, რათა თავიანთი პატრონების წინაშე თავი წარმოაჩინონ, რომ ისინი უკეთესად შეძლებენ კონკრეტული დავალებების შესრულებას” – გორდულაძე
“ახლა „ნაცების“ გაერთიანება, სააკაშვილი-გვარამია-ბოკერიას ტანდემი ერთამანეთში იბრძვის, რათა თავიანთი პატრონების წინაშე თავი წარმოაჩინონ, რომ ისინი უკეთესად შეძლებენ კონკრეტული დავალებების შესრულებას”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე აცხადებს.
როგორც გორდულაძე ამბობს, ეს დავალებები ცალსახად საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოა.
“ცდილობენ, სუფრასთან როგორმე უფრო უკეთესი ადგილი მოიპოვონ და, მათი გადატრიალება არ გაიშვა, მაგრამ, მათი აზრით, ხელისუფლებაში რომ მოვლენ, უფრო მსუყე ლუკმა შექმნან. ახლა ამ სერიალს ვუყურებთ, როგორც საპნის ოპერას“, – აღნიშნავს გორდულაძე.