ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4700-ზე მეტია

ვენესუელაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4734-მდე გაიზარდა,- ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა, ხორხე როდრიგესმა, თავის Telegram არხზე განაცხადა.

პოლიტიკოსის მიერ მოყვანილი სამთავრობო ანგარიშის თანახმად, 16 740 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიდევ 17 907 მცხოვრები უსახლკაროდ დარჩა. კატასტროფამ 190 შენობა მთლიანად გაანადგურა, ხოლო კიდევ 856 სერიოზულად დაზიანდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებმა 6 462 ადამიანი გადაარჩინა.

სამედიცინო დახმარება სულ 33 652 დაზარალებულს გაეწია. ხელისუფლებამ ასევე დახმარება გაუწია 128 324 ოჯახს, ხოლო 20 903 ადამიანი 107 დროებით თავშესაფარში განთავსდა. დაზარალებულებს ასევე 10 000 ტონაზე მეტი საკვები დაურიგდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები