ქუთაისში კონსტრუქციის ქვეშ მუშა მოყვა და გარდაიცვალა
ქუთაისში, კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ადგილზე ბეტონის საფარის დასხმა მიმდინარეობდა, რა დროსაც კონსტრუქციამ ვერ გაუძლო და ჩამოიშალა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო.