კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მთაწმინდის პანთეონში ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 165 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მთაწმინდის პანთეონში ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 165 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საღამოს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე პირველ მოადგილესთან, მაკა გურგენიძესთან და მწერალთა სახლის დირექტორთან, ქეთევან დუმბაძესთან ერთად დაესწრო.
„მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო რეჟისორ გიორგი სიხარულიძეს ამ ძალიან საინტერესო თეატრალიზებული პერფორმანსისთვის, რომელმაც მთაწმინდის პანთეონში განსაკუთრებული განწყობა შექმნა. მადლობას ვუხდი ყველა მონაწილეს. ვფიქრობ, ასეთი ფორმით აღნიშვნა მნიშვნელოვანი თარიღებს კიდევ უფრო ემოციურსა და დასამახსოვრებელს ხდის. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ვაჟა-ფშაველას იუბილესთან დაკავშირებით კიდევ არაერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართება“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.
საიუბილეო ღონისძიებაზე ვაჟა-ფშაველას ლექსის – „ჩემი ვედრების“ მიხედვით შექმნილი წარმოდგენა გაიმართა. დადგმაში, რომლის რეჟისორი გიორგი სიხარულიძეა, მონაწილეობდნენ მსახიობები: ზვიად დოლიძე, თინათინ კორძაძე, გია აბესალაშვილი, გია საგინაშვილი და საქართველოს სახელმწიფო სამეფო ნაციონალური ბალეტის მოცეკვავე-მსახიობი სანდრო სვანიძე, ასევე, ვოკალური სექსტეტი The Georgian Six და კონსტანტინე ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები