მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

4-6 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი,მაკა ბოჭორიშვილი მალტაში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 31-ე სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი სიტყვით მიმართავს მინისტრთა საბჭოს სესიის მონაწილეებს.

ასევე, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა მალტის ვიცე-პრემიერის, საგარეო უწყების ხელმძღვანელის – იან ბორგის მიერ ორგანიზებულ უკრაინის მხარდამჭერ ღონისძიებაზე.

მალტაში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში,საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები