“დოდი ხარხელი დაკავებული არ არის, ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები” – შსს
ბლოგერი დოდი ხარხელი დაკავებული არ არის – მის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიმდინარეობს.
ამის შესახებ “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური დეპარტამენტის პოლიცია. საგამოძიებო მოქმედებებს დოდი ხარხელი და მისი მეუღლე ესწრებიან.
ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, დოდი ხარხელის სახლთან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები მისი ყოფილი მეუღლის, უჩა აბაშიძის საქმის ფარგლებში მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.