შინაგან საქმეთა მინისტრმა დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, მოადგილესთან, შალვა თადუმაძესთან ერთად, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა დეპარტამენტის ხელმძღვანელებისგან, დეტალური ინფორმაცია მოისმინა მათი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სამუშაო სპეციფიკის შესახებ.
სულხან თამაზაშვილმა ყურადღება გაამახვილა თანამშრომლების სამუშაო პირობებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე.
შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.