“საშინელი, ძალიან მძიმე სანახავია სახეში წიხლის ჩარტყმა წაქცეული ადამიანისათვის; ამას გამართლება ვერაფრით და ვერანაირ სიტუაციაში ვერ ექნება” – მდინარაძე

“არ შეიძლება, არ დავგმო ის ძალადობა, რომელიც სხვადასხვა მხრიდან მომდინარეობს – მართლაც საშინელი, ძალიან მძიმე სანახავია, როდესაც ძირს დაცემულ და წაქცეულ ადამიანს ურტყამენ, ვინც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა აკეთებდეს ამ ამბამდე და ამ ინციდენტამდე 5, 10 წუთით თუ ერთი საათით ადრე”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

“პოლიციელებს სახეში ესროდნენ პიროტექნიკას, ფეიერვერკებს, ქვებს, კენჭებით სავსე ბოთლებს, სხვადასხვა სამშენებლო მასალებს და ა.შ – ეს იყო წარმოუდგენელი ძალადობა, რომელიც იყო სისტემური ხასიათის.

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, ვის მიმართაც არ უნდა იყოს განხორციელებული ის და დავამატებთ, რა თქმა უნდა, ასევე განსაკუთრებით ამორალურია ხოლმე, როდესაც ეს არის პოლიციელის, ჟურნალისტის, ოპერატორების თუ სხვა ადამიანების მიმართ”, – განაცხადა მდინარაძემ.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები