აჭარის მთავრობის სახლთან სპეცრაზმია მობილიზებული

აჭარის მთავრობის სახლთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარ შესასვლელთან სამართალდამცავებთან ერთად სპეცრაზმია მობილიზებული.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მსვლელობით აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოსა და ტელევიზიის შენობისკენ მიემართებიან. მათი განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლისგან პირდაპირ ეთერს მოითხოვენ. აქციის მონაწილეთა ნაწილი კი აჭარის მთავრობის სახლთან რჩება.

ცოტა ხნის წინ აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეთა შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

ცნობისთვის, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგება. სწორედ აღნიშნულს მოჰყვა მოქალაქეების პროტესტი თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები